„ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მიღებულია სამართლებრივი გადაწყვეტილებები

„ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მიღებულია სამართლებრივი გადაწყვეტილებები"

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი და იურიდიულად სწორი  გადაწყვეტილებებია მიღებული. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ეჭვის შეტანა არ არის სწორი და დასაბუთებული.

,,ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით არის მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილებები. ეს არის იურიდიულად სწორი გადაწყვეტილებები. შესაბამისად, პოლიტიკური არის ის მოთხოვნები, რომლებსაც მისი წარმომადგენლები აყენებენ. მე მგონია, რომ ეჭვის შეტანა ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არ არის სწორი და დასაბუთებული და არანაირ სანქციებზე საუბარი გამართლებული არ არის. არანაირი სანქციების მოლოდინი არავის არ აქვს" - თამარ ჩუგოშვილმა.