„საქართველოს პროკურატურა იძიებს იყო თუ არა სამართალდამცავების მხრიდან რაიმე გადაცდომა და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგება ისევე, როგორც ზოგადად, სამართალდარღვევასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, ვინ არის სამართალდამრღვევი შესაბამისი სამართლებრივი შედეგები დგება",-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით.
„მე რამდენადაც ვიცი, არის სასამართლოზე წარდგენილია სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, არა მხოლოდ ეს ვიდეო ჩანაწერი და შესაბამისად, ერთი მხრივ, სასამართლომ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, პროკურატურა კი გამოიძიებს თუ სამართალდამცავთა მხრიდან იყო რაიმე დარღვევა."- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.