ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპლექსური გამოძიების შედეგად გაასაჯაროვა

ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპლექსური გამოძიების შედეგად გაასაჯაროვა

ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპლექსური გამოძიების შედეგად გაასაჯაროვა,  უკვე გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ტერორისტული აქტები დაგეგმვის ეტაპზე იქნა აღკვეთილი. რომ არა ჩატარებული სპეცოპერაცია სალოსის ქუჩაზე და ჩვენი სპეცსამსახურების თავდადება, - მოვლენები ძალიან სახიფათო სცენარით განვითარდებოდა.

საზოგადოებამ მეტი ნდობა უნდა გამოავლინოს იმ სტრუქტურების მიმართ რომელთა ირიბი და ხშირად პირდაპირი დამსახურებაცაა ის მშვიდობიანი გარემო რომლითაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებით გამოირჩევა საქარველო. ტერორიზმი ეს თანამედროვე სამყაროს უდიდესი გამოწვევაა და მას არ აქვს არც ეროვნება არც რელიგია და არც კონკრეტული მისამართი. ყოველი სისუსტე რომელსაც გამოამჟღავნებს სპეც სტრუქტურა და მითუმეტეს საზოგადოება ეს არის ახალი შესაძლებლობა და ნოყიერი ნიადაგი ტერორიზმის ახალი კერების გაჩენისათვის ასე რომ ვფიქრობ მეტი თავდაჭერილობა და ანალიზი გვმართებს ვიდრე მწვავე განცხადებებს გავაკეთებთ.

- თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარია