დეპუტატ სიმონ ნოზაძის განცხადებით, ტერორიზმი საერთაშორისო პრობლემა და საჭიროა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ეფექტური თანამშრომლობა.
ისანში ჩატარებულ სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარმატებით გაართვა თავი და შემდგომი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებიც დროულად ჩაატარა. ამოღებული მტკიცებულებები და დადგენილი გარემოებები ცხადყოფს, რომ ტერორისტული დანაშაული საწყის ეტაპზე იქნა აღკვეთილი. პანკისში ჩატარებული მოქმედებებიც ამ ძალისხმევის ნაწილია.