საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, სპეცოპერაციის შემდეგ სუს-მა განაცხადა, რომ საქმეს კომპლექსური გამოძიება მოჰყვებოდა, რაც შეასრულა კიდეც.
"წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ამ საქმეს კომპლექსური გამოძიება მოჰყვებოდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს პირობა შეასრულა. გაშიფრულია ტელეფონებიდან და კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია, მოპოვებულია მტკიცებულებები, მოიძებნა სამალავი და დადგინდნენ ხელშემწყობი პირები.
ამ ყველაფრით უკვე დასტურდება, რომ ტერორისტული მოქმედებები დაგეგმარების პროცესში აღიკვეთა. როგორც ჩანს, მზადდებოდა თავდასხმები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
მადლობას ვუხდი ჩვენს სპეცსამსახურებს, რომ პროფესიონალიზმისა და თავდადების ფასად საზოგადოების უსაფრთხოებას იცავენ. მადლობა ამერიკელ კოლეგებსაც მტკიცე მხარდაჭერისთვის, საქართველო ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ არის", - განაცხადა თალაკვაძემ.