უახლოეს წლებში თურქეთი და უკრაინა ევროკავშირის წევრებად ვერ წარმომიდგენია

უახლოეს წლებში თურქეთი და უკრაინა ევროკავშირის წევრებად ვერ წარმომიდგენია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ზიგმარ გაბრიელის განცხადებით, „უახლოეს წლებში თურქეთი და უკრაინა ევროკავშირის წევრებად ვერ წარმოუდგენია“.

ამის შესახებ ზიგმარ გაბრიელმა გერმანულ მედიაჯგუფ Funke-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ამიტომაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ალტერნატიულ ფორმებზე. თუ შევძლებთ დიდ ბრიტანეთთან გონივრული გარიგების დადებას, რომელიც დაარეგულირებს ევროპასთან ურთიერთობებს „ბრექსითის“ შემდეგ, ეს შესაძლოა მოდელი გახდეს სხვა ქვეყნებისთვის - უკრაინის და თურქეთისთვის“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.