პროკურატურა სპეცრაზმელის მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტს იძიებს

პროკურატურა სპეცრაზმელის მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტს იძიებს

პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, მოქალაქე თ.მ. - ს ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნათია სუხიაშვილი ავრცელებს.

მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

ამჟამად ტარდება ყველა გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.