სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებისთვის საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს

სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებისთვის საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ნდობით აღჭურვილი პირის, სევერიონ დანგაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობს. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიას განუცხადა.

„შემდგომმა საგამოძიებო მოქმედებებმა საბრალდებო აქტებამდე უნდა მიგვიყვანოს. შინაპატიმრობის შეფარდებისთვის საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შემდეგი სასამართლოები“, - განაცხადა ლუცენკომ.

მისი თქმით, საქმეში ასევე არსებობს სხვა პირთა ჩვენებები.

„არსებობს ორი პირის ჩვენება, რომლებმაც ასეულობით ათასი დოლარი და ევრო ჩამოიტანეს და გადასცეს დანგაძეს. ეს დაფიქსირებულია აუდიოჩანაწერზეც, გადმოწერილია ყველა კუპიურის ნომერი, რომელთა ნაწილიც შემდეგ სევერიონ დანგაძის დაკავებისას ამოვიღეთ“, - აღნიშნა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.