საქართველო-აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი შოტლანდიაში ძველ ადგილს დაუბრუნდა

საქართველო-აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი შოტლანდიაში ძველ ადგილს დაუბრუნდა

შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში „საქართველო-აფხაზეთის ომში დაღუპულთა“ ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომლის დემონტაჟიც მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს მოთხოვნით მოხდა, ძველ ადგილს დაუბრუნდა, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ.

„ძეგლი დააბრუნეს და დააყენეს ძველ ადგილზე. ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდზე თანათავმჯდომარეებმა გვამცნეს, რომ დაუკავშირდნენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც მათ განუცხადეს, რომ ძეგლი ძველ ადგილს დაუბრუნდა“, - განაცხადა კოვემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ნოემბერში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან კილმარნოკში აღმართული მემორიალის დემონტაჟი მოითხოვა.