„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ენერგეტიკის საკითხებში მრჩეველის ანდრია გვიდიანის თქმით, დავების საბჭო გამჭირვალე ინსტიტუციაა და მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ გვიდიანმა განაცხადა.
„ვფიქრობ ეს გადაჭარბებულია. როგორც ვიცი, მამუკა ტუსკაძეს ქონდა პრეტენზიები მის უმოქმედობასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურაში არ გადაიგზავნა გარკვეული დოკუმენტები თუმცა ეს მცდარი მოსაზრებაა. მამუკა ტუსკაძის ხედვა დავების საბჭოსთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად უარგუმენტო. გარდა ამისა მე ჩემი ყოფნის დროს ყოველ შემთხვევაში მე არ გამჩენია შეკითხვები საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით, იმდენად რამდენადაც საბჭო არის გამჭირვალე ინსტიტუცია. ჩემი აზრით, გავრცელებული ბრალდებები თითიდან გამოწოვილი თემაა.
მამუკა ტუსკაძემ დავების საბჭოს შემადგენლობა დღეს დატოვა და მთავარ მიზეზად ამ ორგანოს უფუნქციობა დაასახელა.