ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” საინტერესო გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა შეისწავლეს მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ცნობილ წარმომადგენლებს ყველაზე მეტად რისი ეშინიათ.
აღმოჩნდა რომ მოდელებს ანორექსიის ეშინიათ, მსახიობებს კი - ფსიქიკური დაავადებების.
მომღერლებს ყველაზე მეტად აშინებთ, რომ კიბო დაემართებათ. მათ შორის არიან როდ სტიუარტი და სერ ელტონ ჯონი.
ის ვარსკვლავები, რომლებსაც წელიწადში 10 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი გააჩნიათ შიზოფრენიას გაურბიან. გამოცემამ ამ პიროვნებების ვინაობა დელიკატურად არ დაასახელა.
სამაგიეროდ „The Sun”-ის მტკიცებით, ანჯელინა ჯოლს, დრიუ ბერიმორი და რენე ზელვეგერი ყველაზე მეტად ავტოკატასტროფებს უფრთხიან.