ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, ცნობილი მსახიობი ჯორჯ კლუნი უახლოეს მომავალში ახალ ამპლუაში წარმოგვიდგება. მისტერ ჯორჯი პოლიტიკოსობას აპირებს.
გაგიკვირდებათ და კინომსახიობს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატად მოიაზრებენ. თავად კლუნის განმარტებით, ახალ საქმიანობაში ბედს კი სცდის, მაგრამ ადრინდელი ცხოვრების წესის გამო ეეჭვება რაიმე წარმატებას რომ მიაღწიოს.
„მე ისე არ მიცხოვრია, როგორც მომავალ პოლიტიკოსს შეეფერება. ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ბევრი ქალები, ნარკოტიკები. გულახდილად თუ ვიტყვით, ასეა“.
კლუნის აზრით, პოლიტიკოსმა უნდა აღიაროს წარსულში ჩადენილი ცოდვები და მხოლოდ ამის შემდეგ მოჰკიდოს ხელი ქვეყნისა და ხალხის მართვას.
მსახიობის მტკიცებით, ჭკვიანი კანდიდატი საქმიანობას შემდეგი სიტყვებით იწყებს: „დიახ, ყველაფერს ვაკეთებდი. დიახ, ვეწეოდი მარიხუანას, ახლა კი საქმეზე ვილაპარაკოთ. ჩემი წინასაარჩევნო დევიზი, ალბათ, ასეთი იქნებოდა: „დიახ, მე ვეწეოდი მარიხუანას“.