ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ ვისაც არ უნდა ეწყინოს, სიმართლეს ბოლომდე გავიტან

ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ ვისაც არ უნდა ეწყინოს, სიმართლეს ბოლომდე გავიტან

სიმართლეს ბოლომდე გავიტან, ვისაც არ უნდა ეწყინოს და როგორც არ უნდა ეწყინოს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გია გაჩეჩილაძემ(უცნობი) განაცხადა. გაჩეჩილაძის თქმით, პრემიერ-მინისტრი საქმეს არ იცნობს და ნაადრევი განცხადება გააკეთა.

„ძალიან ნაადრევი შეფასება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, რადგან საქმე შესწავლილი არ არის. არც სასამართლოა დამთავრებული, არც კონკურენციის სააგენტოში არ არის დასკვნა დადებული და ასეთ განცხადებას აკეთებდე, არ მესმის. რბილად რომ ვთქვა, მე ნაწყენი ვარ ასეთი განცხადების შემდეგ. პრემიერმა ისიც კი არ იცის, რომ სასამართლოში მაქვს საქმე შეტანილი. როგორ შეიძლება საქმეს გაეცნოს, როდესაც ჩემთვის, მეორე მხარისთვის არ მოუსმენია, მე არ მწამს ასეთი გაცნობილი საქმის.

მე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ ამ სიმართლეს ბოლომდე გავიტან, ვისაც არ უნდა ეწყინოს და როგორც არ უნდა ეწყინოს“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.