გიორგი ხატიძე: მელიამ დღეს ისეთი რამე თქვა, არცერთი ჭკვიანი მელია რომ არ იტყოდა

გიორგი ხატიძე: მელიამ დღეს ისეთი რამე თქვა, არცერთი ჭკვიანი მელია რომ არ იტყოდა

"შემრცხვა თქვენს მაგივრადო" - ბატონო ნიკანორ, სირცხვილის გრძნობა თუ გქონდათ არ გვეგონა და რადგან აღმოგაჩნდათ, დროა გამოხატოთ თქვენი სირცხვილი და აიღოთ პასუხისმგებლობა, თქვენსავე დანიშნულ საჯარო მოხელეებს პანჩურები რომ ამოარტყით თქვენი ხელისუფლების პერიოდში და ვიდეო გადაუღეთ. დროა გამოხატოთ სირცხვილი ღამ-ღამობით ბიზნესმენები ქონებას რომ ჩუქნიდნენ "სახელმწიფოს". დროა გამოხატოთ სირცხვილი ტყეებში, სამალავებში რომ აწამებდით ადამიანებს.