ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა. ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც ორგანიზაციის საგანგებო სამიტზე მიიღეს.
ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას მოუწოდა, ასევე, აღიარონ პალესტინის სახელმწიფო და აღმოსავლეთ იერუსალიმი მის ოკუპირებულ დედაქალაქად. ამის შესახებ Hurriyet იუწყება.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ აშშ-მა დაკარგა შუამავლის როლი ახლო აღმოსავლეთში. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია მოუწოდებს ვაშინგტონს, შეცვალოს იერუსალიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა ამერიკას დაეკისრება.