პაატა ბურჭულაძე 8 იანვარს სასამართლოში გამოიკითხება

პაატა ბურჭულაძე 8 იანვარს სასამართლოში გამოიკითხება

ფონდ იავნანას და პაატა ბურჭულაძის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის ცნობით პაატა ბურჭულაძე 8 იანვარს სასამართლოში გამოიკითხება.

მისი თქმით, ბურჭულაძემ ეს თავად მოითხოვა, რადგან მას აქვს კანონით მინიჭებული უფლება სამართლოში გამოკითხვა მოითხოვოს. 

ადვოკატის განცხადებით გარდა იმისა რომ პაატა ბურჭულაძეს კავშირი არ ჰქონია ფონდის საქმინობასთან, ფონდის საქმინაობაშიც  არათუ დანაშაულის დარღვევის ნიშნებიც არ იკვეთება.

 „ბატონმა პაატამ უკვე გამოთქვა საგამოძიებო ორგანოსთან  თანამშრომლობის სურვილი. ოღონდ მან ამჯობინა სასმართლოში. ამაზე ინფორმირებულია გამომძიებელი. ბატონი პაატა, ამჟამად თავისი საკონცერტო საქმიანობიდან გამომდინარე  ევროპაში იმყოფება და 8 ინვარს სასამართლოში მივა და გამოიკითხება. თუ გამომძიებელი სასამართლოსთან შეათანხმებს. ფონდიდან ამ ეტაპზე დაკიტხვაზე არავინ არის დაბარებული რადგან ფონდიოს წარმომადგენელთან ნაწილი უკვე დაკითხულია.  თვითონ ის გარემობა, რომ გამოძიება დაწყებულია ერთ-ერთი თითქოსდა არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე.  მაშინ როცა ამ ორგანზიაციას  არაფერი აკავშირებს ფონდთან და თითქოსდა ტელევიზიაში  ნანახი სიუჟეტის საფუძველზე მომზადდა საჩივარი, თუ განცხადება და  პროკურატურამ დაუსაბუთებელ საჩივარზე დაყრდნობით იწყებს გამოძიებას,  კი  უკვე   დიდ ეჭვებს ბადებს. დანარჩენს გვიჩვენებს გამოძიება. ერთი შემიძლია ვთქვა არათუ დანაშაული, დარღვევის ნიშნებიც კი არ იკვეთება არსად.  ბატონ პაატას რომ არ ქონია ფონდის საქმიანობასთან კავშირი, ეს ისედაც ცხადია“, -განუცხადა „პირველს სოსო ბარათაშვილმა.