სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას. კომპანია ქუთაისში ახალი მიწისქვეშა საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გელათისა და გაპონოვის ქუჩებზე აბონენტების ენერგომომარაგება.
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური სამუშაოებს ამ დროისთვისაც აწარმოებს, უკვე დასრულებულია მაღალი ძაბვის კაბელის მონტაჟი გაპონოვის ქუჩაზე და მიმდინარეობს შესაბამისი ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობა. გელათის ქუჩაზე სამუშაოები დასრულდება ახალ წლამდე.
ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.