მიმდინარე წელს, ნაძალადევის რაიონში 16 სპორტული მოედანი განახლდა. ერთ-ერთი პროექტი თბილისის ზღვაზე, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში განხორციელდა, სადაც ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული და საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო.
ე.წ. ტურბაზის ტერიტორიაზე შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, სპორტული მოედნის გარშემო მოეწყო ლითონის იზოლირებული ბადე, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი და აღიჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სტადიონის გვერდით კი, მოეწყო კაუჩუკის საფარი და დამონტაჟდა ატრაქციონები.
აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 75 414 ლარი გამოიყო.