მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოვისმინე ბევრი სპეკულაცია, კონსპირაციის თეორიები - დამერწმუნეთ, ეს საკითხი არ გასცდენია სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოვისმინე ბევრი სპეკულაცია, კონსპირაციის თეორიები - დამერწმუნეთ, ეს საკითხი არ გასცდენია სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი საქართველოსა და უკრაინას შორის სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს არ გასცდენია და პოლიტიკურ დონეზე არ განიხილება.

ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, კვლავ ძალაშია თუ არა ქართული მხარის მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით. 

"ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კომენტარი გაკეთდა. ეს საკითხი არ გასცდენია სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს. მე მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია, კონსპირაციის თეორიები ამ საკითხთან დაკავშირებით. დამერწმუნეთ, ჩვენ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილავი და ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე ნამდვილად არ იხილება",-განაცხადა პრემიერმა.