როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს სააკაშვილის შემთხვევაშიც

როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს სააკაშვილის შემთხვევაშიც

როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს ბატონი სააკაშვილის შემთხვევაშიც, -ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, სამართლებრივ საკითხზე პოლიტიკური შეფასების გაკეთება სწორად არ მიაჩნია. 

"ვიტყვი იგივეს, რასაც ვამბობდი ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივი პროცესზე კომენტარები შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ. პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არ მგონია სწორი, მე პირადად თავს შევიკავებ. როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს ბატონი სააკაშვილის შემთხვევაშიც"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა