სააკაშვილმა კითხვებს პასუხები უნდა გასცეს - რუსეთთან ომის ფონზე უპასუხოდ დატოვებულ კითხვებში საფრთხე იმალება

სააკაშვილმა კითხვებს პასუხები უნდა გასცეს - რუსეთთან ომის ფონზე უპასუხოდ დატოვებულ კითხვებში საფრთხე იმალება

მიხეილ სააკაშვილის საქმეს და გუშინდელ სასამართლო სხდომას უკრაინელი დეპუტატი მუსტაფა ნაიემი გამოეხმაურა. 

„მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები უნდა გასცენ. პროკურატურის ბრალდებებზე დუმილი გამოსავალი არაა. შესაძლოა, რომ გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალები გაყალბებულია, მაგრამ „კურჩენკოსგან დაფინანსების მიღება“ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვარაუდების გამოთქმა არ ღირს. იყო თუ არა დანგაძე მიხეილ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი? ჰქონდა თუ არა მას ან მის გარემოცვას კონტაქტები სერგეი კურჩენკოსთან? იღებდა თუ არა სააკაშვილის გუნდი რაიმე სახის დახმარებას რუსეთის ფედერაციიდან?

დუმილი, ლოზუნგები და მიკიბულ-მოკიბული პასუხები მიუღებელია. რუსეთთან ომის ფონზე ნებისმიერ უპასუხოდ დატოვებულ კითხვებში, ეჭვებსა და ამოუხსნელ ფაქტებში ძალიან დიდი საფრთხე იმალება“, - დაწერა ნაიემმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.