პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.
დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტურიზმის სექტორში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოქტომბრის თვეში ტურიზმის მიმართულებით ძალიან კარგი ზრდა დაფიქსირდა - დაახლოებით 19%-იანი ზრდა შემოსავლების მიმართულებით, რაც ნომინალში 35 მლნ დოლარია.
„შესაბამისად, ოქტომბრის თვეში ტურიზმის სფეროდან ჩვენ 218 მლნ აშშ დოლარი მივიღეთ. ტურიზმის ჯამური მაჩვენებლების თანახმად, წელს, 10 თვეში 2 მლრდ 500 მლნ აშშ დოლარი გვაქვს მიღებული ტურიზმის სექტორიდან. შესაბამისად, წლის ბოლომდე 2 მლრდ 700 მლნ აშშ დოლარს ველოდებით“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.