მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკრაინის შიდა საქმეა, რომელიც კანონიერი გზით უნდა გადაიჭრას

მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკრაინის შიდა საქმეა, რომელიც კანონიერი გზით უნდა გადაიჭრას

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკრაინის შიდა საქმეა, რომელიც კანონიერი გზით უნდა გადაიჭრას. ამის შესახებ „უნიანი“ წერს.

„რაც შეეხება სააკაშვილს, ეს უკრაინის შიდა საქმეა. ჩვენ გვჯერა და იმედი გვაქვს, რომ ის კანონის ფარგლებში გადაწყდება. იმედია, სასამართლო იმოქმედებს ისე, როგორც ეს უნდა ხდებოდეს სამართლის უზენაესობის სისტემაში“, - განაცხადა ლინკევიჩუსმა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინული სასამართლო სისტემა ამ გამოცდასაც წარმატებით ჩააბარებს.
„ეს იქნება მორიგი ტესტი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საკითხი მოგვარდება“, - აღნიშნა ლინკევიჩუსმა.