პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში დაიბარეს

პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში დაიბარეს

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, საოპერო მომღერალი, საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ჩვენი ინფორმაციით, საქმე ეხება "იავნანას" ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების მითვისებას, რომლის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

"პრაიმტაიმს" ინფორმაცია მთავარი პროკურატურის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბურჭულაძეს საგამოძიებო ორგანოში 13 დეკემბერს ელოდებიან. უწყება კი მისი ოჯახის წევრს, დღეს ჩაბარდა.

"გიდასტურებთ, რომ მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 13 დეკემბერს, მოწმის სახით გამოსაკიხად გამოძახებულია ააიპ "უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი "იავნანა"-ს დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე. საქმე ეხება, ფონდის დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლოა მითვისება-გაფლანგვის ფაქტს. უწყება მოწმის სახით გამოძახების შესახებ, პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრს 11 დეკემბერს ჩაბარდა", - განუცხადა "პრაიმტაიმს" პროკუპარტრის პრესსამსახურიის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა.