შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი

შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი

შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი, - ამის შესახებ  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სესიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი სამართლებრივი პროცედურაა, ის ბრალდებულია გარკვეული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია სააკაშვილი საქართველოს სასამართლოს წინაშე წარსდგეს. 

ამასთან, სესიაშვილი ირწმუნება, რომ მისთვის უცნობია, რა ღონისძიებებს ახორციელებენ შესაბამისი სტრუქტურები ამ მიმართულებით. 

„პრობლემა, რომელიც უკრაინაში წარმოიშვა, არის აბსოლუტურად უკრაინის შიდა საქმე. სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დაუშვებელია. რაც შეეხება სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს, ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია, რომელიც პოლიტიკურ დებატებს ცდება. მე დეტალებზე საუბარი გამიჭირდება და ვერ გეტყვით, თუ რა ღონისძიებებს ატარებს საქართველოს ხელისუფლება“, - აღნიშნა სესიაშვილმა.