უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაველ კლიმკინის განცხადებით, დასავლეთი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკრაინის შიდა საქმედ მიიჩნევს. ამის შესახებ "ინტერფაქს-უკრაინა" იუწყება.
“ეს უკრაინის საქმეა: აკეთეთ საკუთარი საქმე, მაგრამ დარჩით სამართლებრივი ველის ფარგლებში. ყველაფერი ძალიან მარტივია. ფორმალურ, განსხვავებულ რეაქციას თქვენ ვერ მოისმენთ, ვინაიდან ევროპაში ესმით, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს ევროპული საზოგადოება და ევროპული ქვეყანა – ეს სამართლის უზენაესობას ემყარება”, - განუცხადა ჟურნალისტებს პაველ კლიმკინმა.