სააკაშვილი დაკავებულია 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს

სააკაშვილი დაკავებულია 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს

უკრაინის სამართალდამცველების მიერ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია გენერალური პროკურატურის დავალებით, სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მინისტრის მრჩევლის განცხადებით, სააკაშვილის დაკავება კიევის ერთ-ერთ რაიონში მოხდა. თუმცა, სად, არ დაუკონკრეტებია.

„დაკავება მოხდა მშვიდ პირობებში. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების დეტალებს გამომძიებლის თანხმობის შემთხვევაში, გენერალური პროკურატურა გაავრცელებს“ - ამბობს შკირიაკი. ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სააკაშვილი შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახლში აიყვანეს. „ეს არ არის სიმართლე“ - განუცხადა ტელეკომპანიას მრჩეველმა.