აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თურქეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
როგორც თურქული ტელეარხი Habertürk TV იუწყება, ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციებზე ანკარაში, ბურსაში, კონიაში და სხვა ქალაქებში.
პარასკევის ლოცვის შემდეგ ყველაზე მეტი დემონსტრანტი სტამბოლში აშშ-ს საკონსულოს წინ შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
6 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და სახელმწიფო დეპარტამენტს განკარგულება მისცა, აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.