საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე.

"ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე. ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის გაეროშიც", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას და აგრძელებს კონსულტაციებს პარტნიორებთან.