ეროვნული პარლამენტების როლი მედიის დამოუკიდებლობასა და პლურალიზმში

ეროვნული პარლამენტების როლი მედიის დამოუკიდებლობასა და პლურალიზმში

ბუდაპეშტში, ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული რეგიონული კონფერენცია თემაზე: ეროვნული პარლამენტების როლი მედიის დამოუკიდებლობასა და პლურალიზმში გაიმართა. კონფერენციის მუშაობაში საქართველოს პარლამენტიდან გუგული მაღრაძე, ნინო გოგუაძე, გენადი მარგველაშვილი და ზაზა გაბუნია მონაწილეობდნენ. კონფერენციაზე მედიის გამჭვირვალობა და პლურალიზმი - სამართლებრივი სტანდარტები; მედიის დამოუკიდებლობის მექანიზმები; საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფუნქციონირება, ფინანსირება, სარედაქციო და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სხვა საკითხები განიხილეს.

საქართვფელოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი საბჭოს მუშაობის შესახებ პრეზენტაცია ამავე საბჭოს დეპარტამენტის უფროსმა, ივანე მახარაძემ გამართა, რომელმაც იმ საკანონდებლო რეგულაციებზე გაამახვილა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის შემდეგ მიიღო და რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მედია კლიმატი საქართველოში.    

კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში ნინო გოგუაძემ მედია-პლურალიზმისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

გუგული მაღრაძემ კონფერენციაზე, იმ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება, რაც საქართველოში მედია გამჭვირვალობის და პლურალიზმის მხრივ იქნა მიღწეული. „ჯერ კიდევ 2013 წელს მიღებული იქნა საკანონმდებლო რეგულაციები მედიის მფლობელობის გამჭვირვალეობის შესახებ. ასევე, მიღებული იქნა კანონები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს შესახებ; სოციალური და კომერციული რეკლამის შესახებ. ახლებრურად განისაზღვრა მაუწყებლობის სფეროში ეროვნული მარეგულირებელი კომუნიკაციების უფლება-ვალდებულებები, რამაც ხელი შეუწყო სხშირის მინიჭერის ახალი წესის დადგენას, რამაც თავის მხრივ ძალიან გაზარდა მედიის დამოუკიდებლობა", - განაცხადა გუგული მაღრაძემ. მისივე თქმით,   საზოგადოებრივი მაუწყებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ბიუჯეტის 0,14%-ით ფინანსდება, რის გამოც განსაკუთრებით მაღალია ინტერესი საზოგადოების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის მიმართულებით.

კონფერენციაზე გამომსვლელებმა საკუთარ ქვეყანაში მედიაპლურალიზმის   მდგომარეობისა და მედიის დამოუკიდებლების შესახებ ისაუბრეს.

კონფერენციაზე მიღებული იქნა რეკომენდაციები ევროსაბჭოში შემავალ ქვეყნებში მედიაპლურალიზმისა და  დამოუკიდებლობის გაზრდის მიმართულებით.