კიევის სასამართლომ სააკაშვილთან დაახლოებულ პირს სევერიონ დანგაძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

კიევის სასამართლომ სააკაშვილთან დაახლოებულ პირს სევერიონ დანგაძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

კიევის სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ პირს სევერიონ დანგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა გირაოს უფლების გარეშე შეუფარდა. 

პროკურატურა დანგაძისთვის 60 დღით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. პროკურორების განცხადებით, დანგაძემ სააკაშვილთან შეთანხმებით, ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით მიმართა გაქცეულ ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოს, დაეფინანსებინა სააკაშვილი.

5 დეკემბერს, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულმა პირმა, სევერიონ დანგაძემ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით მიმართა სერგეი კურჩენკოს, რომელიც მოსკოვში იმალება, სააკაშვილის საქმიანობის დაფინანსების შეთავაზებით, რის სანაცვლოდ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ინტერესების უზრუნველყოფის გარანტიებს იძლეოდა. ჩვენ დავაფიქსირეთ რუსეთიდან დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარის მიღება. ამ თანხის ნახევარი სპეცსამსახურებმა დანგაძისგან ამოიღეს“.