მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულისადმი დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ, ვფიქრობ, რაღაც გამოგვრჩა

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულისადმი დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ, ვფიქრობ, რაღაც გამოგვრჩა

ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულის და ამ დანაშაულისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უმოკლეს დროში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად ზომები უნდა მიიღოს, თუმცა საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც და ამ კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრს ჩართვისკენ მოუწოდა. 

„უმოკლეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად უნდა მივიღოთ ზომები რა არის გასაკეთებელი, რომ მოკლე პერიოდში ჩვენ მეტი დაცულობა უზრუნველვყოთ, მაგრამ ამასთან ერთად ალბათ, საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც, მინდა რომ იუსტიციის მინისტრი ჩაერთოს. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულის და ამ დანაშაულისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ შედეგები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა. ამიტომ კიდევ ერთელ მინდა, რომ გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში, პირველ რიგში, პრევენციული ზომები მივიღოთ ყველა საგანამანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფონი მოიხსნას. რა თქმა უნდა, ჩვენ მოზრდილებს გვმართებს პირველ რიგში, ალბათ, იმ აგრესიული ფონის მოხსნა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.