პალესტინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს, აშშ-მ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება გააუქმოს

პალესტინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს, აშშ-მ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება გააუქმოს

პალესტინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს, აშშ-მ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება გააუქმოს. 

ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც პალესტინის დელეგაციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს გაუგზავნა.

წერილში აღნიშნულია, რომ ამერიკის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი „ცალმხრივი და პროვოკაციულია“. 

„ჩვენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ განიხილონ ეს მნიშვნელოვანი საკითხი და სწრაფად იმოქმედონ, რათა თავიანთი ვალდებულება შეასრულონ. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაადასტუროს მკაფიო სამართლებრივი პოზიცია იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, დაადასტუროს ამ სტატუსის ნებისმიერი დარღვევის მიუღებლობა და მოითხოვოს აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გაუქმება“, - ნათქვამია წერილში. 

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.