„გუმათჰესიდან“ თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს

„გუმათჰესიდან“ თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს

უსაფრთხოების მიზნით, „გუმათჰესიდან“ თანამშრომლებისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ტრანსფორმატორში დიდი ოდენობით ზეთი ასხია.

ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. შესაძლოა, დამატებით ეკიპაჟების მობილიზებაც მოხდეს.

ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. მისი განცხადებით, სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟები ხანძრის დროულად ლოკალიზებისთვის ყველაფერს აკეთებენ.