ლალიაშვილი: „სააკაშვილი პროფესიონალი პროვოკატორია“

ლალიაშვილი: „სააკაშვილი პროფესიონალი პროვოკატორია“

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ნიკა ლალიაშვილის შეფასებით, უკრაინამ აჩვენა, რომ მისი, როგორც სახელმწიფოს არსებობა, კითხვის ნიშნის ქვეს დგას, ინსტიტუტები ძალიან სუსტია, შესაბამისად, ძლირი ჩანს სააკაშვილიც:

„სააკაშვილი, როგორც ვირუსი, სუსტ ორგანიზმს ეჯახება და მის სუსტ ნაწილებს აზიანებს. ეს არის მისი თვისება“.

და მართლაც, სააკაშვილი თავადვე აღიარებს, რომ აწყობილ და დალაგებულ ქვეყანაში, მოკვდება. ასეთი გულწრფელი აღიარება მან ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემასთან გააკეთა:

"ზუსტად ვიცი, ვერ შევძლებ ვიჯდე სადღაც პოლონეთში და თითები ვიკვნიტო. ეს სიკვდილზე უარესია. რა უნდა გავაკეთო პოლონეთში ან ჰოლანდიაში"?! - ამბობს სააკაშვილი.

ნიკა ლალიაშვილის განმარტებით კი, რომელიც მიშას კარგად იცნობს, სააკაშვილი ნებისმიერი სვლისთვის მზად არის:

„მიხეილ სააკაშვილი პროფესიონალი პროვოკატორია. მას არ შეუძლია პოლიტიკის კეთება მშვიდ სიტუაციაში. მისი ძალა იმაშია, რომ შეუძლია წავიდეს ნებისმიერ გარიგებაზე, ნებისმიერ პროვოკაციაზე იმათთანაც კი, ვისი მიუღებლობაც აქვს დეკლარირებული. მისთვის მიუღებელი არაფერია.“