ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი ჯემი ლი კერტისი ამჟამად 53 წლის ბრძანდება. ცოტა ხნის წინ ქალბატონმა თამამი ნაბიჯი გადადგა და გამოცემა „AARP”-ის ყდაზე საკუთარი შიშველი ფოტოსურათი განათავსა.
ასაკოვანი კინომსახიობის მიზანია, დაარწმუნოს ხანშიშესული მანდილოსნები, რომ მათაც შეეძლებათ მშვენივრად გამოიყურებოდნენ, თუ საკუთარ გარეგნობას სათანადო ყურადღებას მიაქცევენ.
„ასაკის მატება ჩემზე არ მოქმედებს. პირიქით, ამასთან ერთად ადამიანი სიბრძნეს იძენს და უკეთ შეიცნობს საკუთარ პიროვნებას.
დღეს თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის ასაკში. დავჭკვიანდი და ისეთი თავქარიანიც აღარ ვარ, როგორიც ახალგაზრდობაში ვიყავი.
ქალებს ერთ რჩევასაც მივცემ. არ შეიღებოთ თმა, რადგან ჭაღარა მშვენიერია და ის ქალბატონებს განსაკუთრებით ალამაზებს.“ - განაცხადა კემი ლი კერტისმა.