საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელსაც უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებელი ორგანო არ ექნება

საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელსაც უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებელი ორგანო არ ექნება

ცვლილებების მიღების შემდეგ, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელსაც უსაფრთხოების საბჭო, როგორ მაკოორდინირებელი ორგანო, არ ექნება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

”ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე გაცილებით უსაფრთხო არიან: ლატვია, მოლდოვა, ხორვატია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, თურქეთი - ასეთი საბჭო გააჩნია. რა მოსაზრება აქვს ჩვენ პარტნიორებს, განსაკუთრებით კი ნატოში, საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით?” - განაცხადა კაპანაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

ცვლილებების მიხედვით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უქმდება. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანო მთავრობა იქნება.

ამასთან, როგორც ცნობილია, ახალი რედაქციის კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, უქმდება უშიშროების საბჭოც.