„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები მსვლელობას მთავრობის ადმინისტრაციასთან დაასრულებენ.
როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, დღვანდელი მსვლელობა ღირსების მანიფესტაციაა, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
პარტიის წარმომადგენლების თქმით, საქართველოსა და უკრაინაში ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასრულდეს.
როგორც მათ აღნიშნეს, საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებულია რუსული მხარე და საზოგადოებას მობილიზებისკენ მოუწოდებენ.
მიმდინარე აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია. ავტომობილების გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს, ასევე უსაფრთხოებისთვის მობილიზებულია პატრულის ეკიპაჟები.