მხოლოდ „ოცნების“ მთავრობას შეუძლია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იზრდება

მხოლოდ „ოცნების“ მთავრობას შეუძლია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იზრდება

ერთმა ჩემმა მეგობარმა იხუმრა, ეს მხოლოდ „ოცნების“ მთავრობას შეუძლია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იზრდება, - ასე აფასებს ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მთავრობის რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის შესახებ გეგმას.

ბოკერიამ მთავრობის საპარლამენტო მდივანს, შალვა თადუმაძეს მიმართა და სთხოვა განემარტა, თუ როგორ ხდება, რომ ხარჯები უნდა შემცირებულიყო და პირიქით - იზრდება.

”მინდა დავაფიქსირო, რომ ზოგადად, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამინისტროების შემცირებას და ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სათაურში პირველი რა ეწერება და მეორე, მაგრამ კომიტეტზე ჩვენ გვქონდა დიდი დისკუსია. სამინისტროების შემცირებას იმიტომ ვუჭერთ მხარს, რომ უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და დანაზოგი უნდა მოხმარდეს ან საგადასახადო ტვირთის შემცირებას ხალხისთვის და ბიზნესისთვის, ან პენსიონერებისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ან სოციალურად გაუმჯობესებას, ან ფაროსანას ამბით დაზარალებულ ხალხს უნდა დახმარებოდა. თქვენ მაშინ გვითხარით, რომ ჯერ უნდა დასხდნენ სამინისტროები, უნდა დაიწყოს რეორგანიზაციის პროცესი და მერე გვეტყვიან, ახერხებენ თუ არა ხარჯების შემცირებასო. რასაც ბუნებრივია, მე მივიჩნევ სრულ პოლიტიკურ აბსურდად, რადგან ბიუროკრატები კი არ წყვეტენ რამდენი ფული უნდა მისცეს ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა, არამედ ხალხი განუსაზღვრავს, რამდენია ლიმიტი და მერე ბიუროკრატია უნდა ჩაეტიოს ამაში. ეს ფუნდამენტური განსხვავებაა. ახლა გაირკვა, რომ თურმე მთავრობას შეუძლია ამ გაერთიანების შედეგად უკვე წარმოგვიდგინოს ხარჯების შემცირება. დღეს ვიხილეთ დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია შემცირებები, ამ გაერთიანებების შედეგად. თუმცა ჰოი, საოცრებავ, საბოლოო ჯამში ხარჯები ისევ გაზრდილია ჯერჯერობით. ერთმა ჩემმა მეგობარმა იხუმრა, ეს მხოლოდ „ოცნების“ მთავრობას შეუძლია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იზრდება. მითხარით, ამ დღეებში შეიცვალა რამე, თუ რაშია საქმე?”, - მიმართა ბოკერიამ შალვა თადუმაძეს.

ამ წუთებში შალვა თადუმაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონების პროექტებს წარადგენს.