ბრედ პიტი ენისტონთან გამოიჭირეს

ბრედ პიტი ენისტონთან გამოიჭირეს

რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა გამოცემამ „In Touch” სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. აღმოჩნდა რომ მშვენიერი ანჯელინა ჯოლის მეუღლე ბრედ პიტი ყოფილ ცოლ ჯენიფერ ენისტონს ჩუმად ხვდება.

ლოს-ანჯელესელმა პაპარაციმ, ვინმე ბილმა პიტი-ენისტონის საიდუმლო პაემანი დააფიქსირა. რასაკვირველია ყოჩაღმა ჟურნალისტმა ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოსურათებიც გადაიღო და უახლოეს მომავალში მათი გამოქვეყნებით იმუქრება.

პიტი ყოფილ მეუღლეს ბევერლი-ჰილზის უკაცრიელ, მთიან გზაზე შეხვდა. ისინი ტკბილად საუბრობდნენ, ეხვეოდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს.

მალე წყვილის „იდილიას“ ბოლო მოეღო, რადგან ბრედის პირადმა მცველმა ბუჩქებში ფოტოაპარატმომარჯვებული პაპარაცი შეამჩნია. ბრედ პიტი საკუთარ მოტოციკლეტს მოახტა და სწრაფად გაუჩინარდა, ენისტონმა კი „შემთხვევის“ ადგილი ავტომანქანით დატოვა.

პაპარაცი ბილის მტკიცებით, ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ხშირად ხვდება. ორი ასეთი პაემანი ბილმა პირადად ორჯერ დააფიქსირა, ერთხელ ლოს-ანჯელესში და მეორედ ნიუ-იორკში.

ამერიკული გამოცემა არაფერს იტყობინება ანჯელინა ჯოლის რეაქციის შესახებ. ფაქტია, რომ „მოსიყვარულე“ ქმრის „ცუღლუტობებით“ აღფრთოვანებული არ დარჩება.