სერგო რატიანი:  პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური დაპატიმრებები ლახავს ქვეყნის იმიჯს

სერგო რატიანი: პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური დაპატიმრებები ლახავს ქვეყნის იმიჯს

პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური დაპატიმრებები, ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, არა უბრალოდ ლახავს ქვეყნის იმიჯს, არამედ ანგრევს სახელმწიფოს და ინსტიტუტებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განუცხადა.

რატიანი უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„რეალურად, სახელმწიფოს მიერ გაიცემა არაკანონიერი და არაადეკვატური ბრძანებები. ამ ბრძანებების შესრულება შეუძლებელი ხდება და შემდეგ ხდება ინსტიტუტების ჩამოშლა. ამას ვხედავთ უკარინაში. ვხედავთ პოლიტიკურ ძალადობას და დაპატიმრებებს საქართველოშიც. ეს საკმაოდ მძიმე სანახავია, რადგან ლახავს ქვეყნის იმიჯს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.