სპეცრაზმმა რადას შენობასთან ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

სპეცრაზმმა რადას შენობასთან ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

სპეცრაზმმა რადას შენობასთან ცრემლსადენი გაზი გამოიყენა კიევის ცენტრში, რადას შენობასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა რამდენჯერმა სცადა. მათ კარვების ქალაქზე შტურმი განახორციელეს. მათსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებდა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა ამ დროისთვის რადას შენობასთან სიმშვიდეა. 

აქციის მონაწილეები ადგილზე საბურავებისგან ბარიკადებს აგებენ. 

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზეა დაბარებული. მისთვის მიცემული 24-საათიანი ვადა, დღეს დილით იწურება.