სამართალდამცავებს ვუთხარი, თუ მომეკარებოდნენ, ყველანი ერთად დავგორდებოდით სახურავიდან, რადგან დამრეცი იყო, ამასობაში ვაგროვებდით ხალხს

სამართალდამცავებს ვუთხარი, თუ მომეკარებოდნენ, ყველანი ერთად დავგორდებოდით სახურავიდან, რადგან დამრეცი იყო, ამასობაში ვაგროვებდით ხალხს

მიხეილ სააკაშვილი უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადახტომას აპირებდა.

როგორც სააკაშვილმა ”რუსთავი2”-თან საუბრისას განაცხადა, მან უბრალოდ სამართალდამცველებს განუმარტა, რომ თუ მას წინააღმდეგობას გაუწევდნენ, სახურავიდან დაგორდებოდნენ. სააკაშვილის განცხადებით, სახურავზე ასვლა იმ მიზნით გადაწყვიტა, რომ მხარდამჭერთა მობილიზება მოეხდინა.

”ვიცოდი, რაც მოხდებოდა. მობილიზებული მყავდა პრესსამსახური, დაცვის 15 თანამშრომელი, კარები დამაგრებული გვქონდა, მაგრამ ჩვენ გვჭირდებოდა დამატებითი დრო, რომ მოგვეხდინა ხალხის მობილიზება. ამიტომ გადავედი სახლის სახურავზე, სამართალდამცავებს ვუთხარი, რომ თუ მომეკარებოდნენ, ყველანი ერთად დავგორდებოდით სახურავიდან, რადგან სახურავი დამრეცი იყო, თან წვიმდა და სრიალებდა. ამასობაში ვაგროვებდით ხალხს, რადგან ჩაგვიხშეს ტელეფონები და მაიდანზე შევძახე ხალხს, საიდანაც უამრავი ადამიანი გამოგვეხმაურა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.