მე არ ვარ პირუტყვი, რომ ხელფეხშეკრული ჩავბარდე

მე არ ვარ პირუტყვი, რომ ხელფეხშეკრული ჩავბარდე

ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ამ ფარჩაკებს ეგონათ, რომ ადვილად დაგვამარცხებდნენ, მაგრამ მე არ ვარ პირუტყვი, რომ ხელფეხშეკრული ჩავბარდე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთვი2”-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებები, რომელიც უკრაინის პროკურატურას მის წინააღმდეგ აქვს წაყენებული, აბსურდულია, აუდიო ჩანაწერები კი - გაყალბებულია.

„ბრალდებები, რომელიც წამიყენეს, იმდენად იდიოტურია, რომ კომენტარიც ზედმეტია. დამემუქრენენ, რომ თუ არ გავჩერდებოდი, ”ეს-ბე-უ” შექმნიდა კომპრომატს. სამწუთიანი აუდიოჩანაწერის შექმნას არაფერი სჭირდება. წინა კვირას განვაცხადე, რომ ჩემი სხვადასხვა სატელეფონო ჩანაწერებიდან აწყობდნენ ერთ ჩანაწერს, მაგრამ უკრაინაში ამას არავინ ჭამს, რადგან არავინ ენდობა ამ ორგანოებს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ამ ფარჩაკებს ეგონათ, რომ ადვილად დაგვამარცხებდნენ, მაგრამ მე არ ვარ პირუტყვი, რომ ხელფეხშეკრული ჩავბარდე”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.