დავუშვათ, სააკაშვილმა მოახერხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება, უკრაინა ჩაიძირება მორიგი დესტაბილიზაციის ტალღაში

დავუშვათ, სააკაშვილმა მოახერხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება, უკრაინა ჩაიძირება მორიგი დესტაბილიზაციის ტალღაში

დავუშვათ, სააკაშვილმა წარმატებით მოახერხა მორიგი რევოლუცია და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, უკრაინა ჩაიძირება მორიგი დესტაბილიზაციის ტალღაში, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი სცენარი აწყობს უკრაინის არაკეთილმოსურნეებს, მათ შორის რუსეთს, რათა ქვეყანაში არ დამშვიდდეს სიტუაცია.

ექსპერტის მოსაზრებით, სააკაშვილს რევულუციის მოხდენის რეალური შანსი არ აქვს, ხოლო მისი პოლიტიკური ფასის განსაზღვრა, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

”სააკაშვილის პოლიტიკური ფასი ჯერ კიდევ დასადგენია და არ ვიჩქარებდი შეფასებაში. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში. მე უფრო ვფიქრობ იმაზე, თუ რა ელის ამ ქვეყანას. ერთი წუთით დავუშვათ, რომ სააკაშვილმა წარმატებით მოახერხა მორიგი რევოლუცია და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, უკრაინა ჩაიძირება მორიგი დესტაბილიზაციის ტალღაში. შესაბამისად, ისმის კითხვა, ვის შეიძლება აწყობდეს ეს ყველაფერი?! ეს აწყობს უკრაინის არაკეთილმოსურნეებს, რომელთაც აწყობთ, რომ ქვეყანაში არ დამშვიდდეს სიტუაცია”, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.