სააკაშვილის სტატუსია „პატიმრობიდან გაქცეული“ და პროკურორებს შეუძლიათ მისთვის გაცილებით მკაცრი სასჯელის მოთხოვნა

სააკაშვილის სტატუსია „პატიმრობიდან გაქცეული“ და პროკურორებს შეუძლიათ მისთვის გაცილებით მკაცრი სასჯელის მოთხოვნა

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტატუსია „პატიმრობიდან გაქცეული“, პროკურორებს კი, შეუძლიათ მისთვის გაცილებით მკაცრი სასჯელის მოთხოვნა, ვიდრე შინაპატიმრობაა.

„სააკაშვილის სტატუსია - ადამიანი, რომელიც პატიმრობიდან გაიქცა. ეს ეჭვქვეშ აყენებს ჰუმანური პროკურატურის შესაძლებლობას, ხვალ ან მომდევნო დღეებში შესთავაზონ შინაპატიმრობა. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვიფიქრებთ, მაგრამ ვიფიქრებთ, პირველ რიგში, უკრაინის სახელმწიფოზე“, - განაცხადა იური ლუცენკომ დღეს, უმაღლეს რადაში გამოსვლისას.