პუტინის ჩემზე დიდი მტერი არ არსებობს - როგორ შეეძლოთ ამ გათახსირებულებს რუსეთთან კავშირებში დავედანაშაულებინე

პუტინის ჩემზე დიდი მტერი არ არსებობს - როგორ შეეძლოთ ამ გათახსირებულებს რუსეთთან კავშირებში დავედანაშაულებინე

პოსტსაბჭოთა სივრცეში პუტინის ჩემზე დიდი მტერი არ არსებობს - როგორ შეეძლოთ ამ გათახსირებულებს დავედანაშაულებინე რუსეთთან კავშირებში, ამიტომაც ჩვენი მოთმინება დასრულდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის რადასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ, უკრაინელი ხალხი ვალდებულია, პარლამენტს აიძულოს, მოაშოროს უკრაინას ეს ხელისუფლება პოროშენკოსთან ერთად.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას პროვოკაციაში ადანაშაულებს.

„ბრალს ვდებ ლუცენკოს მტკიცებულებების ფაბრიკაციაში. „რეგიონების პარტიასთან“ რა კავშირზე შეიძლება იყოს საუბარი?!

მინდა გითხრათ, რომ მათ განახორციელეს უბინძურესი პროვოკაცია. პოროშენკო არასდროს გახდება პუტინი იმიტომ, რომ უკრაინელი ხალხი, თავისუფლების მოყვარული ხალხია. დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ უკრაინის ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, რომელიც ხალხს აშანტაჟებს, იტაცებს ბიზნესებს, გარიგებაში შედის პუტინთან და სურს უკრაინელი ხალხი სიღარიბეში ჰყავდეთ. დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ საყვარელ უკრაინაში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო. ისინი გვადანაშაულებენ დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში, თუმცა დანაშაულებრივი არაფერი ჩაგვიდენია.

თვეების განმავლობაში მშვიდობიანად ვატარებდით აქციებს და გასულ კვირას ყველაზე დიდი მარში ჩავატარეთ. ამ მარშმა მათ დაანახა, რომ უკრაინელი ხალხი არსად არ გამქრალა და ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. ამიტომაც მათ დააჩქარეს ეს პროცესები, გუშინ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, სისხლის სამართლის საქმეები გახსნეს და ლუცენკომ ბრძანება გასცა ჩემზე კომპრომატების შეგროვების“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მან მხარდამჭერებს მიმართა და მისი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვინაიდან თქვენ დღეს მე გადამარჩინეთ, ჩემი სიცოცხლე ამიერიდან თქვენ და უკრაინას ეკუთვნის“, - მიმართა სააკაშვილმა მხარდამჭერებს.