უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობა - მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, არ მოხდეს სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევა

უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობა - მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, არ მოხდეს სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევა

უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობა მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობაში იმედი გამოთქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში გამოძიება შეესაბამება უკრაინის კანონმდებლობას.

„ჩვენ საქმის კურსში ვართ იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ყურადღებით ვაკვირდებით ამ შემთხვევას და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება დროულად ჩატარდება კანონის სრული მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, არ მოხდეს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევა“, - განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დრეს დილით დააკავეს.