იულია ტიმოშენკო სააკაშვილის დაკავებაზე:  ეს ანგარიშსწორებაა, სხვანაირად ამას ვერ უწოდებ

იულია ტიმოშენკო სააკაშვილის დაკავებაზე: ეს ანგარიშსწორებაა, სხვანაირად ამას ვერ უწოდებ

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ანგარიშსწორებაა. „ეს ანგარიშსწორებაა. სხვანაირად ამას ვერ უწოდებ. მის სახლში შეიჭრნენ, ადვოკატები არ დაუშვეს, დეპუტატები არ მიუშვეს. საქართველოს პრეზიდენტი აიძულეს სახურავზე გასულიყო და ლამის აიძულეს აივნიდან გადამხტარიყო“, - განაცხადა იულია ტიმოშენკომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს.