უკრაინის პარლამენტში „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის ლიდერის, არტურ გერასიმოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკავშირდება იმ ეჭვს, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდს გაქცეული ოლიგარქი სერგეი კურჩენკო აფინანსებდა.
„ის ჩრეკა, რომელიც დღეს ჩატარდა, იმას უკავშირდება, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ სააკაშვილის გუნდს იანუკოვიჩის გუნდის წარმომადგენლები აფინანსებდნენ“, - განაცხადა არტურ გერასიმოვმა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე. აღნიშნული მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას.
აღნიშნული მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.